06:40 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 15:26:09, 624 ნახვა

პოლიტიკა
ФСБ: გენერალ ვლადიმერ ალექსეევზე თავდამსხმელი კიევიდან რუსეთში თბილისის გავლით ჩავიდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პირი ლიუბომირ კორბა რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა.

ФСБ ასევე ირწმუნება, რომ ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ასევე აცხადებს, რომ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში პოლონეთიც მონაწილეობდა. კერძოდ, ამტკიცებს, რომ მკვლელობის დაგეგმვაში, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო შეკვეთილი, უშუალოდ მსროლელის დაქირავებაში პოლონეთის დაზვერვაც მონაწილეობდა.

"კორბა პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით მონაწილეობდა რეკრუტირებაში. მკვლელმა კიევში გაიარა წვრთნა, შემდეგ კიშინეუსა და თბილისის გავლით რუსეთში გაემგზავრა და სამხედრო პერსონალის, მათ შორის ალექსეევის მიმართ, ყოველთვიურად 2000 დოლარად, ჯაშუშობა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახური ასევე დაჰპირდა მას 30 000 დოლარის გადახდას წარმატებული მკვლელობის შემთხვევაში", - ამტკიცებს ФСБ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება კიევმა უკვე უარყო, ვარშავას კი ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია.

ცნობისთვის, ვლადიმირ ალექსეევი 6 თებერვლის თავდასხმას გადაურჩა და ის საავადმყოფოში მძიმე მდომარეობაში გადაიყვანეს. მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დუბაიში 8 თებერვალს დააკავეს.

მოსკოვორეცკის სასამართლომ ლიუბომირ კორბას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics