02:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 17:59:10, 1209 ნახვა

მსოფლიო
სავჩენკო: პოლიტიკოსების „სავაჭრო საქონელი“ არ გავხდები

უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო არ აპირებს იყოს პოლიტიკოსებს შორის „სავაჭრო საქონელი“ და საკუთარი ბედის გადაწყვეტას თავად გეგმავს.

ამის შესახებ სავჩენკომ საკუთარ წერილში დაწერა, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დღეს მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა, განათავსა.

„სასამართლო არის ფარსი, განაჩენი - ბლეფი. ვაჭრობა მოხდება. ყველა შეეცდება, ჩემით მიიღოს, რაც შეიძლება მეტი და დაელოდება მოსახერხებელ მომენტს, რათა საკუთარი ქულები არ დაეკარგოს. მე პოლიტიკოსების „სავაჭრო საქონელი“ არ გავხდები, ამიტომ ჩემს ბედს გადავწყვეტ თვითონ. ამიტომ პოლიტიკოსებს ვურჩევ, არ ივაჭრონ ჩემით, არამედ მიაღწიონ შეთანხმებას, რადგან ჩემი სიკვდილით ვერვინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ,“ - წერს სავჩენკო.

ნადია სავჩენკო დარწმუნებულია, რომ მასზე ზეწოლა გაძლიერდება, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას, გაუძლოს მას. ასევე თავის წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6 აპრილიდან მშრალი შიმშილობის გამოცხადებას გეგმავს.

„შიმშილობას დავიწყებ 6 აპრილიდან და გამარჯვებამდე არ შევწყვეტ. აქედან გამოვალ პირდაპირ უკრაინაში და არავითარ კოლონიაში,“ - წერს სავჩენკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics