|
2026-02-05 16:10:58, 8802 ნახვა
სამხედრო
ახალქალაქში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა. დღეიდან როგორც საკონტრაქტო, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)