|
2016-03-29 16:12:36, 833 ნახვა
სამართალი
იზორია: ტერორისტული მიზნებით საქართველოდან მოქალაქეების გადინებას ადგილი არ აქვს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, დაცულია ქვეყნის სასაზღვრო გამშვები და საზღვრის მწვანე ზოლიც. როგორც იზორიამ პარლემენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ტერორისტული მიზნებით საქართველოდან მოქალაქეების გადინებას პრაქტიკულად ადგილი არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყნისთვის ტერორიზმთან ბრძოლა მთავარ გამოწვევად რჩება. ამასთან, იზორიას განმარტებით, საქართველოს საკმაოდ მოცულობითი სია გააჩნია, ვინ შეიძლება იყოს, პოტენციურად იყოს ტერორისტი ან საფრთხის შემცველი. „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არა მარტო ქვეყნის შიგნით ხდება, არამედ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ პირთა მონაცემებს ვადგენთ, ვინც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობს. დაკავებულ იქნა ჯიჰადისტი, რომელიც დაბრუნდა თურქეთიდან – დავით ბორჩაშვილი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)