|
2016-03-29 11:53:05, 762 ნახვა
სამართალი
სუს-ი: სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება
დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სუსი ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევასი გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს. სუს-ში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა. ისლამისტური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცნობიერება მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. ბოლო დროს გავრცელებული ვიდეომიმართვებიც , ერთის მხრივ, გარკვეული აუდიტორიის რადიკალიზებას, ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოების დაშინებას ემსახურებოდა. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა, რადგან აღნიშნული შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მიერ საკუთრი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, - ნათქვამია სუსი-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)