|
2026-01-21 12:29:39, 6438 ნახვა
სხვადასხვა
რატომ ატარებს ემანუელ მაკრონი მზის სათვალეს
საფრანგეთის პრეზიდენტი „ავიატორის“ სტილის მზის სათვალით დააფიქსირეს. სამშაბათს, 20 იანვარს, ემანუელ მაკრონს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო, მზის სათვალე ეკეთა. ჯერ კიდევ წინა კვირაში, შეიარაღებული ძალებისადმი საახალწლო მიმართვისას, სისხლჩაქცევის გამო, სახელმწიფოს მეთაურს მარჯვენა თვალი ჩაწითლებული ჰქონდა, რის გამოც მან ირონიულად ახსენა „ვეფხვის თვალი“ და „მტკიცე ნების ნიშანი“. ამით მან მინიშნება ჟორჟ კლემანსოზე, მეტსახელად „ვეფხვზე“ - ისტორიულ ფიგურაზე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგული სიმტკიცის განსახიერებად მიიჩნეოდა. „ბოდიშს გიხდით ჩემი თვალის არაესთეტიკური გარეგნობის გამო“, - განაცხადა მან მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისტრის (სამხრეთ საფრანგეთი) ავიაბაზაზე, რომელიც ბირთვული შეკავებისთვის გამოიყენება. „ეს სრულიად უმნიშვნელო რამ არის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ბაზაზე „ავიატორის“ სათვალით მივიდა. ელისეის სასახლის მთავარი ექიმის განმარტებით, თვალში მცირე სისხლძარღვი გასკდა, რაც მაკრონის ჯანმრთელობისთვის „სავსებით უსაფრთხოა“. პარასკევს, ელისეის სასახლეში ახალი კალედონიის ინსტიტუციური მომავლისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ემანუელ მაკრონს კვლავ მოლურჯო მზის სათვალე ეკეთა. „გთხოვთ, მომიტევოთ ამ სათვალის ტარების გამო, რაც უმნიშვნელო პრობლემას უკავშირდება“, - გაიმეორა მან. გამოცემა „ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „იძულებული ვარ, გარკვეული დროით ვატარო ის. ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში ჩემი ატანა მოგიწევთ“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)