03:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 19:05:25, 441 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი

საქართველოს თავადაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს  კოალიცია " ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკური პარტიის" შესაძლო გასვლის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ხიდაშელის განმარტებით, თანამდებობების დატოვებას არც სხვა „რესპუბლიკელი“ მინისტრები არ აპირებენ.

„ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი, არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და შესაბამისად, არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას. წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და იმის შესახებ პარტიები მსჯელობდნენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას, რაც ვფიქრობ სწორი პროცესია. ასეთი ტიპის საუბარი რომ ყოფილიყო მე იქ ვიქნებოდი, მაგრამ მე ეს ორი დღე გავატარე სამინისტროში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics