|
2026-01-14 15:11:48, 3642 ნახვა
კომენტარი
სეფაშვილი ირანზე: არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რა და როგორ მიმდინარეობს
არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ რა და როგორ მიმდინარეობს - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა. "ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილი, არის დაუშვებელი. მე ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო და იმედს გამოვთქვამ, რომ ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი. ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად. ირანში, დარწმუნებული ვარ, რომ არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული. მე არა მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მიმდინარეობს [ირანში]. - თქვა ეკა სეფაშვილმა. ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)