|
2026-01-14 01:27:20, 1139 ნახვა
მსოფლიო
ირანში აიათოლების ხელისუფლების შესაძლო კრახი, სავარაუდოდ, სერიოზულად ვერ დააზარალებს პუტინს- Sky News
ირანში აიათოლების ხელისუფლების შესაძლო კრახი, სავარაუდოდ, სერიოზულად ვერ დააზარალებს ვლადიმირ პუტინს — მიიჩნევს Sky News-ის სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი. მისი თქმით, ორი წლის წინ ვითარება სხვაგვარად გამოიყურებოდა: მაშინ ირანი რუსეთს დიდი რაოდენობით Shahed-ის ტიპის უპილოტო აპარატებს აწვდიდა და ასეთი მოკავშირის დაკარგვა მოსკოვისთვის მტკივნეული დარტყმა იქნებოდა. თუმცა ახლა, როგორც კლარკი აღნიშნავს, რუსეთი ამ დრონებს თავად აწარმოებს და თეირანზე კრიტიკულად აღარ არის დამოკიდებული. ირანული დახმარება კვლავ გრძელდება, მაგრამ ექსპერტის შეფასებით, მოსკოვს მის გარეშეც შეუძლია არსებობა. ამიტომ, თუნდაც ირანში პროტესტებმა ხელისუფლების ცვლილებამდე მიიყვანოს ქვეყანა, ეს რუსეთისა და ჩინეთისთვის უფრო სიმბოლური პოლიტიკური დარტყმა იქნება და არა სტრატეგიული მნიშვნელობის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)