|
2016-03-28 15:16:55, 1166 ნახვა
საზოგადოება
შოთა გულბანი: „პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება აუიცლებელია...“
პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, მედიკამენტებისა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობა, ექიმთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროს რეფორმებში პრიორიტეტულ თემებად რჩება. კომპანია „გლობალური ალიანსი” ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე პროგრამებისა და რეფორმების განხორციელებასა და სწორად დაგეგმვაში ეხმარება, სამუშაო გეგმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პირველადი ჯანდაცვის დახვეწას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ ფონდ ,,კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით სწორედ პირველადი ჯანდაცვა გამოიკვეთა ჯანდაცვის სექტორისთვის არსებულ გამოწვევებს შორის. დავინტერესდით რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველადი ჯანდაცვის გამართულად მუშაობასა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობას საზოგადოების სხვადასხვა წევრები. ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებს ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, შოთა გულბანი გამოეხმაურა. გულბანმა დაწვრილებით მიმოიხილა პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც პროგრამის განხორციელებას უნდა მოჰყვეს: ,,რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გამოვყოფ, რაც დღეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ნამდვილად პრობლემაა. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რის გაუმჯობესებას ვისურვებდით, ან რა არის მთავარი პრობლემა სამედიცინო მომსახურების სფეროში, მიმაჩნია, რომ ორივე მათგანზე პასუხი იქნება ცალსახა: მედიკამენტების ფასები და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია,მედიკამენტების შეძენისას რა ახდენს გავლენას მომხმარებლის არჩევანზე. ვფიქრობ, აქაც პასუხი ცალსახაა – ეს არის ექიმის რეკომენდაცია. ვეჭვობ, მოსახლეობის ინფორმირებულობა მედიკამენტების ხარისხთან, მის წარმომავლობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით იმ დონეზე იყოს, რომ მათ თავად გადაწყვიტონ, რომელი მედიკამენტია მათთვის უმჯობესი. აქ უკვე ვაწყდებით პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების აუცილებლობას. ექიმმა, რომელიც პაციენტს რეცეპტს უწერს, არ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა გარემოებით და მას რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ რომელიმე ჯენერიკის გამოწერის შესაძლებლობა არსებობს, რომლის ფასი ხელმისაწვდომია და ხარისხიც შესაბამისი, მან ეს უნდა გააკეთოს და არ აიძულოს პაციენტი, მაინცდამაინც ძვირიანი, ორიგინალი შეიძინოს“, - აღნიშნა შოთა გულბანმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)