|
2016-03-26 14:54:30, 1149 ნახვა
მსოფლიო
ასადის არმიამ სირიის ქალაქ პალმირაზე კონტროლი აღადგინა
სირიის არმიამ პალმირაზე კონტროლი აღადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით, პალმირას ისტორიული ციხესიმაგრე აიღეს და მთლიანად აკონტროლებენ სამარხების ველს, სადაც 2015 წლის შემოდგომაზე ისლამისტებმა უძველესი კოშკები გაანადგურეს. ბრძოლა პალმირას რეგიონში უკვე მე-3 დღეა გრძელდება. გუშინ სირიის არმიამ „ისლამურ სახელმწიფოს“ ბოლო სტრატეგიული ადგილი წაართვა. მედია საშუალების ინფორმაციით, ასადის არმიამ, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, რომელიც სტრატეგიულ ადგილზე იყო აღმართული ხელში ჩაიგდო და დაწვა, თმცა სირიის დროშის აღმართვა ამ დრომდე არ განხორციელებულა, ტერორისტების მხრიდან დაცხრილვის გამო. შეგახსენებთ, რომ ასადის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით მებრძოლი მოკლა. დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციაზე განცხადება პენტაგონშიც გაკეთდა. უწყების ხელმძღვანელის ინფრომაციით, სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადული, მეტსახელად ჰაჯი იმანი, მოკლეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ფინანსთა მინისტრი და ერთ-ერთი ლიდერი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)