|
2025-12-09 19:37:01, 1339 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო ბოდიშის მოთხოვნაზე: BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია
დიდი ბრიტანეთის საელჩომ რადიო თავისუფლებასთან კობახიძის მოთხოვნას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ლონდონმა BBC-ის "სიყალბის" გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. საელჩოს განცხადებით, BBC ბრიტანეთის მთავრობისგან დამოუკიდებელია, შესაბამისად ბოდიშის მოხდის სახკითხი მისივე გადასაწყვეტია. „BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საელჩოში. ცნობისთვის, დღეს "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს." 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად "ოცნებამ" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)