|
2025-11-27 20:02:56, 39772 ნახვა
სპორტი
კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის მთავარი პარტნიორი გახდა
მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ ესპანური საბრძოლო ორგანიზაცია WOW FC-ის მთავარი პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანური MMA კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარე წლის დასაწყისში შევიდა. "WOW FC-ში კრიშტიანუ რონალდუს შემოსვლა ჩვენი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ის წარმოადგენს პროფესიონალიზმის, მძიმე შრომისა და გლობალური სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს. როგორც მონაწილეები, ისე მაყურებლები - WOW-სა და რონალდუს გავლენით შთაგონებულები, იგრძნობენ, რომ უფრო მეტის მიღწევა და პროგრესი შეუძლიათ“, - განაცხადა თოფურიამ. თავის მხრივ კომენტარი გაავრცელა "ალ-ნასრის" ფორვარდმაც: "მოხარული ვარ, რომ დიდი ამბავი გაგიზიაროთ. WOW FC-ის თანამეწილე გავხდი. MMA წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებისაც მჯერა: დისციპლინა, პატივისცემა, გამძლეობა, ბრწყინვალებისკენ რეგულარულად სწრაფვა. WOW FC რაღაც უნიკალურსა და ძლიერს აშენებს და ამაყი ვარ, რომ ამ პროექტს ვუერთდები, რათა სპორტის ახალ დონეზე აყვანასა და მომდევნო თაობის შთაგონებაში დავეხმარო“, - დაწერა რონალდუმ. ამრიგად, ლეგენდარული ქართველი და პორტუგალიელი სპორტსმენები ამიერიდან საქმიანი პარტნიორები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)