|
2016-03-25 17:41:34, 2700 ნახვა
სპორტი
გია ჟორჟოლიანი ონლაინსესხების წინააღმდეგია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ონლაინსესხების წინააღმდეგია და მაქსიმალურად შეზღუდვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. "სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია. "მაქსიმალურად შეზღუდვა რომ არის საჭირო, ფაქტია. ონლაინსესხების მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის. დეტალურად არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს, ალბათ, საკანონმდებლო რეგულაციებიც საჭიროა. თუ პარლამენტში მსჯელობა გაიმართება, ამ პოზიციით მსჯელობაში ჩავერთვები", - განაცხადა „პირWელთან“ საუბრისას ჟორჟოლიანმა. ცნობისათვის, ონლაინსესხების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ონლაინსესხების აკრძალვის მოთხოვნით, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდიც არის შექმნილი. გარდა ამისა, 24 მარტს, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისათვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ასოციაციის პოზიციით, ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც დაუსვეს შეკითხვა. ის ფიქრობს, რომ ონლაინსესხების მიმართულებით, რეგულაციები უნდა არსებობდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)