19:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 15:35:19, 682 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციის ,,მერსი კორპსი“ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის  „მერსი ქორპსი“  ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - 2“(ENPARD II)  შესახებ, რომლის ძირითადი კომპონენტი სწორედ სოფლის განვითარებაა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სტარტეგიის შემუშავებისთვის სამინიტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაცსტარტეგიის სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა და კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, სხვა სამინისტროებში უკვე გადაიგზავნა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD II-ის საპილოტე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს  ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ ხუთი მუნიციპალიტეტის იდენტიფიცირება.

ENPARD II - ს განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას პარტნიორი ორგანიზაციები გაუწევენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics