|
2025-11-18 15:27:05, 1139 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: საზღვარგარეთ ხმის მიცემის გაუქმება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს დააზიანებს
სამართლიანი არჩევნები (ISFED) განცხადებით ეხმაურება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. ISFED-ის განცხადებით, თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც "აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს". ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კარგ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკასა და გლობალურ ტენდენციებს და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. "პირველ რიგში, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება საჭიროებს პროცესში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და გონივრულ ვადებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ათობით ათასი ადამიანის უფლებების შეზღუდვას. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვეულ პრაქტიკად იქცა, როდესაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დარგის სპეციალისტებთან, ყოველგვარი ფორმალური კონსულტაციების გარეშე, სრულიად ექსკლუზიური პროცესის შედეგად მიიღება. როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიულ ინტერესებს არის მორგებული. საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებაც ამ ტენდენციას მიჰყვება", - ვკითხულობთ განცხადებაში. ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებენ. კერძოდ, მისი თქმით, იგეგმება საარჩევნო კოდექსის "ფუნდამენტური განახლება". შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. "ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს", - ამბობს ის.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)