|
2025-11-14 11:52:16, 1353 ნახვა
სამართალი
წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, ჯებირის დაზიანებისთვის პატიმრობაში მყოფმა ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა საპატიმრო დატოვეს
წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო ომარ ოკრიბელაშვილმაც დატოვა. ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს საბა მეფარიშვილიც. მეფარიშვილსა და ოკრიბელაშვილს ბრალად ედებოდათ 2024 წლის 14 მაისს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-ს კუთვნილი 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება. საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 14 მაისს პროევროპულ აქციებზე დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებოდა. 2025 წლის 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის შემდეგაც ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილის მოსამართლე ნათია გუდაძემ სასჯელის სახედ 3 წელი განუსაზღვრა, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,5 წელი გაუხდათ. აქედან მსჯავრდადებულებმა 1,5 წელი რეალური სასჯელი მოიხადეს , 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, შესაბამისად ორივე მათგანმა პენიტენციურ დაწესებულება საპროცესო შეთანხმებიდან 10 თვეში დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)