|
2025-11-10 14:06:55, 572 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების არალეგიტიმური დეპუტატი მერაბ ტურავაზე: ეგ პიროვნება არ ვიცი
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა. ჟურნალისტმა მას მერაბ ტურავას KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ლევან მაჭავარიანმა თქვა, რომ "წარმოდგენა არ აქვს ამ თემაზე". "ვინ არის, [მერაბ ტურავა] ბოდიში? მართლა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს მაგ თემის და რა კომენტარი გავაკეთო. იმდენად წარმოდგენა არ მაქვს მაგ თემაზე, რომ კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე, თუ საერთოდ არ ვიცი თემა. ანუ, არც ეგ პიროვნება არ ვიცი. მე ნამდვილად არ ვიცი მერაბ ტურავა რატომ ამოიღეს რედაქტორობიდან. არ ვიცი, მართლა", - თქვა მან. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს - გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები საჯაროდ არ არის ცნობილი. "ქართველი იურისტებისთვის მერაბ ტურავას გადაყენება მკაფიო სიგნალი უნდა იყოს, რომ მათ დაიკავონ კანონისა და სამართლიანობის მხარე“ - აღნიშნული იყო Tiflis24-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)