|
2016-03-25 11:50:57, 1313 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთქვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა მათ შორის 1 ბავშვია
საფრანგეთში სატვირთო და მიკროავტობუსის შეჯახებისას 12 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც მედია საშუალება, ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, მიკროავტობუს პორტუგალიელი მგზავრები გადაჰყავდა, რომლებიც შვეიცარიიდან პორტუგალიაში მიემგზავრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსის მძღოლი და სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი, წარმოშობით იტალიელი გადარჩნენ. შეჯახება სოფელ მონტბეგნში შუაღამისას მოხდა. როგორც მედია საშუალება იტყობინება მიკროავტობუსი საპირისპირო მოძრაობის გზაზე გადავიდა, თუმცა ამის მიზეზები ჯერ ჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის, არის 1 მცირეწლოვანი ბავშვი. სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილი გადაკეტეს. დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)