|
2016-03-25 10:03:22, 755 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს
მთავრობა კიდევ ერთი პროგრამას- „რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა“ იწყებს. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, არამარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურაც გადაეცემათ. „ვიწყებთ კიდევ ერთ პროგრამას- „რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა“, რომელიც საშუალებას აძლევს მესაქონლეობის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, არამარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურა, რომელიც 40-დან 75 ათასამდე ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს. ასეთი დღეს არის დაახლოებით, 30-მდე კოოპერატივი და ეს პროგრამა საშაულებას მისცემს მათ, არამარტო შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თავადაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)