|
2025-10-29 12:42:42, 1035 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში ზეთისხილის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი ქარხანა - სვანიძის ზეთისხილის საწარმო - გაიხსნა. ობიექტი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე მდებარეობს და დღეში 150 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებს. 7-მილიონიან პროექტში თიბისის დაფინანსება 5 მილიონი ლარია. თანხა კომპანიამ ქარხნის მშენებლობისა და დანადგარების შესაძენად გამოიყენა. 2 400 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი თანამშრომელთა რიცხვი 150-მდე გაიზრდება. ქარხანა 100%-ით ნატურალურ ზეთისხილის ზეთსა და მარინადს აწარმოებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია ექსპორტი. ახალი საწარმო ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აშენებული და აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების დანადგარებით, გერმანული და იტალიური საწარმოო სისტემებით. თიბისი და „სვანიძე ჰოლდინგი“ 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. პარტნიორობის ფარგლებში 108 ჰექტარი ზეთისხილის ბაღებია გაშენებული, სამომავლოდ კი ფართობი 300 ჰექტარს გადააჭარბებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს 900 ჰა-ზე გაშენებული ბაღების მოვლის დაფინანსებასა და მექანიზაციის შეძენის ხარჯებს. „ზეთისხილის კულტურა საქართველოსთვის ახალი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ სწორედ თიბისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დარგის პოტენციალი დაინახა და სექტორის განვითარებას დაუჭირა მხარი. ამ ნაბიჯით ადგილობრივ წარმოებას და ექსპორტსაც შევუწყეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, „სვანიძის ზეთისხილის“ ქარხანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. აგრარული მიმართულების, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის, მხარდაჭერა თიბისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი სოფლის მეურნეობის სექტორში 38%-ით, 330 მილიონი ლარით, გაიზარდა და 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. „ეს ქარხანა მხოლოდ ზეთისხილის ზეთის წარმოების სივრცე არ არის - ეს არის საქართველოს შესაძლებლობის დემონსტრაცია, რომ ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ შეშის ენერგიაზე, ბუნებრივი წარმოების გზით. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების ზეთისხილის მოსავალს ჩაიბარებს. ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ”, - გიორგი სვანიძე, „სვანიძის ზეთისხილის“დამფუძნებელი.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)