|
2025-10-26 19:24:30, 966 ნახვა
პოლიტიკა
ჭიათურობაზე გამოფენილი იყო საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე
დღეს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ აღინიშნა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. რუკის ფოტო ოფიციალურ გვერდზე თავად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა, საზოგადოების კრიტიკული რეაქციის შემდეგ კი „ჭიათურობა 2025“-ის შესახებ მთელი ალბომი წაშალა. მერიისვე ინფორმაციით, ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)