19:06 - 07 Jul, 2026
|
2025-10-21 16:29:58, 1201 ნახვა
პოლიტიკა
ლაშხი აპირებს, ესტონეთის და ლიეტუვის მიერ მასზე დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივროს
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი ამბობს, რომ ესტონეთისა და ლიეტუვის მხრიდან მისთვის სანქციების დაწესების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. "მე პირადად ვარ დასანქცირებული ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიეტუვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა სხვა არაფერი გამიკეთებია. მიზეზი როდესაც მოვიკითხე, მე მიზეზი ვერ გავიგე. ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. სტრასბურგი შემდეგი ინსტანციაა, იურისტთან გავისაუბრებ და იმის მიხედვით [გავასაჩივრებ]", - ამბობს ის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)