|
2025-10-21 15:39:59, 1176 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არცერთი ჟურნალისტი არაა დაჭერილი, ეს ორი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ფორმულას ჟურნალისტებსა და წამყვანებს - ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილს, რომლებსაც სასამართლომ, გზის გადაკეტვის მიზეზით, 6 და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, "პარტაქტივს" უწოდებს. ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოში "არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი" და ამტკიცებს, რომ ქეთა ციცქიშვილისა და ვახო სანაიას წინააღმდეგ სასჯელი - "უაღრესად, ზე პროპორციულია". "არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ხომ? ეს არის კანონდარღვევა. უაღრესად პროპორციულია [სასჯელი], ზე პროპორციულია", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)