|
2025-10-21 15:30:12, 1095 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კვლავ თავს ესხმის EU-ის საელჩოს, ამბობს, რომ "ტრაგიკულამდე მისულ მდგომარეობაშია"
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ თავს ესხმის ევროკავშირის საელჩოს და ამბობს, რომ "ძალიან მძიმე, ტრაგიკულამდე მისულ მდგომარეობაშია". ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძისთვის საპატიმროში გაგზავნილ წერილს ეხებოდა. კერძოდ, საუბარია პაველ ჰერჩინსკის მიერ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილზე, რომელიც მოძრაობა დაფიონმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. ოცნების პრემიერი ევროკავშირს კვლავ "ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში" ადანაშაულებს. "ევროკავშირის საელჩოში, ყველამ იცით, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა. ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, ვიცით, რომ ეს არ არის პერსონალურად მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორობა, იმ ფონზე, როცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)