|
2025-10-21 10:07:31, 718 ნახვა
პოლიტიკა
CNN: მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა დროებით გადაიდო
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში შეხვედრა, თუმცა, CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო დასრულების მიმართ. მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი ეტაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი. გუშინ, 20 ოქტომბერს სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. CNN-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ უთხრა, რომ მათ შორის შესაძლოა ამ კვირაში კვლავ გაიმართოს სატელეფონო საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)