19:09 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-19 23:58:59, 763 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და მედია ადვოკატირებისთვის ვახო სანაიას გათავისუფლებას ითხოვენ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ, ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურებიან. 

ცნობისთვის, დღეს, გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის შსს-მ 14 პირი დააკავა, მათ შორის არის ვახო სანაიაც. 

ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტს და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 

ადვოკატირების კოალიციის აზრით, სანაიას დაკავება "მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა", თვლიან, რომ მსგავსი ზეწოლა მედიის წარმომადგენლებზე გამონაკლისი არაა და ბოლო წლების განმავლობაში სისტემური სახე მიიღო. 

ქარტიის შეფასებით, ბოლო თვეებში შემოღებული ცვლილებებით, ოცნება "ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას."

მათი განცხადებით, მედია უკვე დიდი ხანია ქართული ოცნების სამიზნედაა ქცეული, სანაიას დაკავებასაც სწორედ ამ კონტექსტში აფასებენ და თვლიან, რომ ეს მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი გამოვლინებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics