|
2025-10-08 10:23:03, 769 ნახვა
პოლიტიკა
ადგილობრივი არჩევნები შეზღუდულ გარემოში ჩატარდა - ევროპარლამენტარები საქართველოზე განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, “ქართული ოცნების” თვითდანიშნული ოფიციალური პირების” მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში. “ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება – ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნების შემდეგ ქუჩებში “ძალადობრივი შეტაკებებით” და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ამასთან, დეპუტატები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს. განცხადებაზე ხელმომწერები გმობენ “მზარდად აგრესიულ კამპანიას” ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე. ევროპარლამენტარები ასევე გმობენ, “ქართული ოცნების” გამოცხადებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც “საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია” იქნება. “ვიმეორებთ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოებისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ “ქართული ოცნების” საკვანძო პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.” – ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), მუნირ სატური (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი (Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი).
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)