|
2025-10-01 22:03:35, 2159 ნახვა
სამართალი
გელა ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება დღევანდელ პროცესზე ხასაიამ დაკავების დეტალები გაიხსენა. თქვა, რომ 10-მდე ადამიანმა დააკავა, მანქანაში ჩატენა და განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც სრულიად გააშიშვლეს და ისე გაჩხრიკეს. პარალელურად, პროკურორი მარიამ წულაია ამტკიცებდა, რომ ხასაია განყოფილებაში თავად მივიდა „წამიყვანეს მარჯანიშვილის ტერიტორიაზე, დიდ ოთახში შემიყვანეს, 20-მდე პოლიციელი იყო, არავინ მეუბნებოდა რატომ მიმიყვანეს, განყოფილებაში სრულიად გამაშიშვლეს და ისე გამჩხრიკეს, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ იგივე გააკეთეს სხვა ოთახში, მზია ამაღლობელს მახსენებდნენ ხშირად, ასევე ჩემს მეგობარ საბა სხვიტარიძეს და მეუბნებოდნენ რომ ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო“ — ამბობს გელა ხასიაა სასამართლო პროცესზე გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს: "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს..." | დაწერა პროკურატურამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)