|
2025-10-01 14:25:35, 1105 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოკუპირებულ სოხუმში სიტყვით გამოსვლისას - მაშინ რუსეთი თქვენთან იყო, ჩვენი ერები დააკავშირა სისხლმა, რომელიც სამართლიანობის გამო იღვრებოდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო. ის ოკუპირებულ ტერიტორიას წელს მეექვსეჯერ ეწვია. "32 წლის წინ, 1992 წლის აგვისტოში აფხაზი ხალხი საკუთარი სიცოცხლის, ენისა და კულტურის უფლების დასაცავად საკუთარ მშობლიურ მიწაზე აღსდგა. აფხაზთა მხარდამხარ იბრძოდნენ ისინიც, ვისთვისაც აფხაზეთი იყო სამშობლო: სომხური, რუსული, ბერძნული თემები. მაშინ რუსეთი თქვენთან იყო, ჩვენი ერები დააკავშირა სისხლმა, რომელიც სამართლიანობის გამო იღვრებოდა. გვახსოვს მოხალისეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, კაზაკები, მებრძოლები დნესტრისპირეთიდან, ყველა, ვინც მოვიდა მოძმე აფხაზი ერის დასახმარებლად ყველაზე რთულ ვითარებაში... ომის 413-მა დღემ მსოფლიოს აჩვენა აფხაზი ერის მოუდრეკელი ნება. ჩვენ ქედს ვიხრით თქვენი დაცემული გმირებისადმი - აფხაზეთის თითქმის 2000 ვაჟმა და ასულმა გასცა საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ყოველი მათგანის წვლილს, ვინც იბრძოდა მეამბოხეთა რიგებში და ყველას, ვინც მათ ზურგში ეხმარებოდა. ეს გამარჯვება სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში როგორც სიმართლის ზეიმი ტყუილზე, თავისუფლებისადმი სწრაფვის გამარჯვება გენოციდის მცდელობაზე." - თქვა კირიენკომ სიტყვით გამოსვლის დროს. გასულ კვირებში კირიენკო ოკუპირებულ ცხინვალსაც ესტუმრა და სეპარატისტების ე.წ. რესპუბლიკის დღე აღნიშნა. 2025 წლის გაზაფხულიდან პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს ფაქტობრივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ჩაბარდა. მან ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად პუტინის ადმინისტრაციის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, დმიტრი კოზაკი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ე.წ. არჩევნებში კრემლისთვის სასარგებლო კანდიდატმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოზაკსა და პუტინს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მაღალჩინოსანი ამიტომ გავლენებს კარგავდა. კოზაკმა საბოლოოდ თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. დამოუკიდებელი რუსული მედია "მედუზა" წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბადრა გუნბას კამპანიაში კირიენკო პირადად იყო ჩართული. რუსი მაღალჩინოსანი აპრილში ოკუპირებულ ცხინვალს, მაისში კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მაისის შემდეგ კირიენკო სოხუმში კიდევ ოთხჯერ ჩავიდა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)