02:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 11:19:09, 947 ნახვა

პოლიტიკა
4 ოქტომბრის გასაშუქებლად ოცნების მთავრობა საქართველოში საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებს არ უშვებს

„4 ოქტომბერს საქართველოში უცხოელი ჟურნალისტები ჩამოდიან, რაც ბუნებრივია, რადგან ღონისძიებების მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობა მათ ქვეყანაში არ უშვებს. - ამის შესახებ Oc-media-ს დამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე იტყობინება.

"ორი დღის წინ შვეიცარიელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. მის ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან ის კვლავ იმედოვნებს, რომ შემდეგ ჯერზე როგორმე ქვეყანაში შემოვა, თუმცა ჯერჯერობით ჟურნალისტების არც ერთი მცდელობა წარმატებული არ ყოფილა.

ის საზღვარზე რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა, უთხრეს, რომ 10 000 ლარად (~3 676 აშშ დოლარი) ჯარიმა უნდა გადაეხადა და ტელეფონი რამდენიმე საათით ჩამოართვეს, სანამ უარით არ დააბრუნებდნენ.

დღეს საზღვარზე კიდევ ერთი ჟურნალისტი, ევროკავშირის მოქალაქე, ექვსი საათის განმავლობაში დააკავეს. უსაფრთხოების მიზნით, მის ვინაობას ვერ გავამხელ. საბოლოოდ, მას ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს, მაგრამ შესვლამდე 5 000 ლარად (~1 838 აშშ დოლარი) ჯარიმა გადაუხადეს.

ორივემ ადრე საპროტესტო აქციები გააშუქა. ბოლო დროს ათობით მსგავსი შემთხვევა გვქონდა.“ - აცხადებს ნიკურაძე.

ივანიშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხზე განმართებებს არ აკეთებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics