|
2025-09-30 17:38:59, 1747 ნახვა
სამართალი
ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მიმართა. გამოძიება ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულები 30 სექტემბერს გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმის მასალების თანახმად, მათ საქართველო 2025 წლის თებერვლის ბოლოს დატოვეს. ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურამ მარინა რამაზაშვილს 29 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს 17 საათისათვის, ტელეფონით შეატყობინა და უთხრა, რომ ისინი 30 სექტემბერს თბილისში, გენერალურ პროკურატურაში უნდა მისულიყვნენ ბრალის ოფიციალურ წარდგენაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)