|
2016-03-23 15:17:16, 441 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ტერორიზმის საფრთხეზე პასუხი საზღვრების ჩაკეტვას და თავისუფლების შეზღუდვას არ უნდა მოიცავდეს
"ჩვენს წინაშე ორი მთავარი ამოცანაა, პირველი-ყველა ძალის მობილიზებით, შესაძლებლობა შევქმნათ იმისი, რომ მსგავსი ტიპის ტერორისტული აქტების პრევენცია მოხდეს, მეორე-არავითარ შემთხვევაში ტერორიზმის საფრთხეზე პასუხი საზღვრების ჩაკეტვას და თავისუფლების შეზღუდვას არ უნდა მოიცავდეს ",- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტის შეკითხვას- რამდენად არის დღეს მზად საქართველო უპასუხოს გამოწვევას, რასაც საერთაშორისო ტერორიზმი ჰქვია და რა უნდა გაკეთდეს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად. „ჩემი აზრით, ორი მთავარი ამოცანაა დღეს ჩვენ წინაშე, პირველი ის, რომ ყველა ძალის მობილიზებით შევქმნათ შესაძლებლობა იმისა, რომ პრევენცია მოხდეს მასშტაბური ტიპის ტერორისტული აქტების. როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა ნიუ-იორკში, მაშინ ყველა ჰქონდა განცდა, რომ ამაზე უარესი შეუძლებელია, მსოფლიოს დაემართოს. თუ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ნიუ-იორკში, მაშინ ყველა დაუცველია. ვფიქრობ, გუშინდელმა ბრიუსელმა ანალოგიური ემოციით დატოვა მსოფლიო, ქალაქი, რომელიც ყველას გვგონია, რომ ყველაზე უფრო მეტად დაცულია, რადგან იქ განლაგებულია თავდასცვისუნარიანობის თვალსაზრისით ორი ყველაზე უფრო მძლავრი კომპლექსური ორგანიზაციის შტაბბინები. ცინიზმის პასუხიც სწორედ ეს იყო - ბრიუსელი და არა რომელიმე სხვა ქალაქი იმისათვის, რომ გაგვიჩინოს ყველას - ევროპის მოქალაქეებს, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპულ ოჯახში, ცივილიზებული სამყაროს წევრობა გვინდა, დაუცველობის და უსუსურობის განცდა. ამიტომ, პირველი პასუხი უნდა იყოს სწორედ უსაფრთხოების პრევენცია. უნდა იყოს გატარებული ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც შესაძლებლობას მოუსპობს ტერორისტებს, რომ ასე უპასუხოდ დარჩეს მათი მოქმედებები. მეორეა ის, რომ პასუხი არ უნდა მოიცავდეს იმას, რის გამოც ტერორიზმი მძვინვარებს დღეს მსოფლიოში. არ უნდა მოიცავდეს თავისუფლებების შეზღუდვას, საზღვრების ჩაკეტვას, იმას, რომ ჩვენმა თავისუფლებამ, თავისუფლების საზღვრების გაფართოებამ, დაგვაყენა ამ საზღვრის წინაშე. სწორედ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოები არის ყველაზე სწორი პასუხი ნებისმიერი ტიპის აგრესიასა და მათ შორის ტერორისტულ აქტებზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი, დაშავდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)