|
2016-03-23 12:24:59, 1228 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, თავდასხმა სავარაუდოდ 2 ძმამ ჰალიდ და ბრაჰიმ ელ-მაკრაუიმ განახორციელა. 27 და 30 წლის ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. მათ 15 მარტის ჩატარებული სპეც-ოპერაციის შემდეგ ეძებდნენ. Interfax-ის ცნობით, მესამე ეჭვმიტანილის ვინაობაცაა ცნობილი. ბელგიის პოლიციამ მისი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. მისი სახელია ნაზიმ ლააშრაუი, რომელიც პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაშიც არის ეჭვმიტანილი. აღსანიშნავია, რომ ბელგიის პოლიციამ დღეს დილით გაავრცელა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალა, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებიდან ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მკვდარია, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)