|
2025-09-15 15:13:23, 3118 ნახვა
სამართალი
მოკლულმა ლევან ჯანგველაძემ პანაშვიდის მისამართი მკვლელობაში ბრალდებულს ჰკითხა
გამოძიების თანახმად, მოკლულმა ლევან ჯანგველაძემ პანაშვიდის მისამართი სწორედ მის მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს ჰკითხა. ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა. პროკურორის ინფორმაცია დაადასტურა საქმის მთავარმა მოწმემ, კახა ძანძავამ, რომელიც მკვლელობის დღეს ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა. ძანძავამ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ პანაშვიდის მისამართი მან და ლევან ჯანგველაძემ ორ პირს ჰკითხეს, რომელთაგან პირველი, პროკურორის თქმით, გელა უძილაური იყო. ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ძმა, ლევან ჯანგველაძე, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. პოლიციამ 17 მარტს მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძე. 12 აგვისტოს შსს-მ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავა: გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენერალური პროკურორის სახელი არაერთხელ გაჟღერდა ამ საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურამ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა ბრალი. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს. მამუკა ბაღდავაძეს კი — დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის. უწყების ცნობით, ბრალდებულებზე, გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეზე, ძებნა გამოცხადდება. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულებს, გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილსა და მამუკა ბაღდავაძეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)