|
2025-09-08 10:26:33, 1820 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 12 ნაკადი იწყება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადის მონაწილეთა მიღება დაიწყო. პროგრამა ამჯერად ბათუმში, 16, 17 და 18 სექტემბერს ჩატარდება. ეს რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ საკუთარ ბიზნეს იდეებზე და 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება. მისი მიზანია, ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათთვის ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული რესურსების შეთავაზება, რაც იდეის რეალიზაციიდან ბიზნესის გამყარებამდე ყველა ეტაპს მოიცავს. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპი, რომელსაც წამყვანი სპეციალისტები ბათუმში გაუძღვებიან. ვორკშოპის პარალელურად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალურად შემუშავებული ონლაინ კურსები businesscourse.ge-ზე და სერტიფიკატები მიიღონ. გარდა ამისა, მათ ექნებათ მუდმივი წვდომა დამატებით რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე, ისარგებლებენ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მხარდაჭერით, მიიღებენ ქოუჩინგს და გრანტის მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამა ასევე ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და სხვა მეწარმეებთან გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს. „საქართველოს ბანკისთვის მეწარმეების გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ვაგრძელებთ, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)