|
2025-08-25 18:06:41, 4591 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთი სომხურ პროდუქციას ისევ არ ატარებს სანიტარული პრობლემების საბაბით
“ასობით სომხური სატვირთო მანქანა, რომელიც აგრარულ პროდუქციას რუსეთში აგზავნიდა საქართველოს საზღვრის გავლით, სომხეთში ბრუნდება ფიტოსანიტარული პრობლემების გამო”, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა გარნიკ დანიელიანმა. „საგუშაგო პუნქტ ‘ზემო ლარსიდან’ ბრუნდება ასობით ავტომობილი, დატვირთული ფერმერთა პროდუქციით – ალუბლით, ატმით და ყურძნით“ ,— დაწერა დანიელიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე. მისი თქმით, მძღოლები იუწყებიან, რომ პროდუქციის გატარების შეწყვეტის მიზეზად „ფიტოსანიტარულ პრობლემებს“ ასახელებენ. დეპუტატის განცხადებით, ასევე მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება სხვა სახის ტვირთით დატვირთული მანქანებიც, განსაკუთრებით კი სამშენებლო მასალებით. მოსკოვი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის მის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებულ აფხაზეთთან, პერიოდულად მიმართავს მსგავს ზომებს პროდუქციის “ფიტოსანიტარული პრობლემების” საბაბით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)