12:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 14:30:30, 1050 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი- ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა

აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ევროპის საბჭოდან გარიცხვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგებოდა - ის ფაქტი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, სერიოზული განგაშის სიგნალი უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის იმის შესახებ, თუ სად მიჰყავთ ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადების საპასუხოდ.

„ევროპის საბჭო პირველი და უმნიშვნელოვანესი ევროპული ასოციაციაა, რომელსაც ჩვენ მრავალი წლის წინ შევუერთდით. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო საქართველომ გზა ევროკავშირის წევრობისა და ევროპული სივრცისკენ. დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც რეალურად ვლადიმერ პუტინის რუსული რეჟიმის გაგრძელებაა საქართველოში, რასაც ადასტურებს, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა აქამდე არ შესრულებულა, პირიქით, ყველა ნაბიჯი საპირისპირო მიმართულებით გადაიდგა. ცხადია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგებოდა. საბედნიეროდ, ეს მარტივი პროცედურა არ იქნება; განხილვას დიდი დრო დასჭირდება. ის ფაქტი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, სერიოზული განგაშის სიგნალი უნდა იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის იმის შესახებ, თუ სად მიჰყავთ ქვეყანას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics