|
2025-08-12 12:22:28, 2114 ნახვა
სამართალი
სინდისის პატიმარს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძის თქმით, მოსამართლემ, ანატოლი გიგაურის მოქმედება არ შეაფასა, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად, რაც უფლებადამცველის განცხადებით, დაუსაბუთებელია. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისათვის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალადა მასზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)