|
2025-08-04 20:22:37, 2467 ნახვა
სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობაში იმყოფებიან
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობაში შევიდნენ, სადაც ისინი არხის მენეჯმენტსა და იურისტებს ხვდებიან. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ადასტურებს, თუმცა მას დეტალები არ აქვს. 16 ივლისს, „მთავარი არხის“ ვებსაიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია პროკურატურის მიერ არხისა და მისი გაყიდვების კონტრაქტორის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად დაწყებული გამოძიების შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ გამოძიება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო და არხის ფინანსებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის ჩამორთმევა მოითხოვა. გოგი ქურდაძე თანადამფუძნებლებსა და მენეჯმენტს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს. პროკურატურის პრესსამსახურის მიერ იმ დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება დაიწყო საწარმოში მენეჯერული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, იურიდიული პირის კუთვნილი სახსრების მითვისებისა და გაფლანგვის, ასევე წინასწარი შეთქმულებით პირთა ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 2025 წლის 1 მაისს - გახსნიდან 5 წლისა და 8 თვის შემდეგ წყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)