16:51 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 17:56:22, 911 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ სამების ტაძარში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  სამუშაოებს თბილსერვისი თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს დასუფთავების პროცესში ,,თბილსერვის ჯგუფის’’ 100-მდე სპეც თანამშრომელი მონაწილეობდა. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

სამების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები 1200 კვ.მ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტაძარში განთავსებულ სტამბას ხანძარი გუშინ გაუჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics