|
2016-03-21 17:47:06, 928 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბაზას ესტუმრა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით ბაზაზე მუსლიმებისთვის სამლოცველო კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მარნეულის რაიონის მთავარი ახუნდი აზიზ ნაბიევი, ქვემო ქართლის მუფთი ეთიბარ ემინოვი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალი მამედოვი დაესწრნენ. „ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ დღევანდელ დღეს სალოცავი კუთხის გახსნა. მარნეულში ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი მსახურობს და ბუნებრივია, ამ სახელმწიფო ინიციატივის განსაკუთრებული ინტერესი, სწორედ, აქ იყო. პირველ რიგში სამხედროებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო, როგორც განსაკუთრებით ტოლერანტული ქვეყანა, ქვეყანა, სადაც უმნიშვნელოვანესია მისი ყველა მოქალაქის რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება და პატივისცემა, ამგვარი სამხედრო ნაწილებით კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრებს ადგილს. კიდევ უფრო მეტი გზავნილი იქნება ეს მთელი მსოფლიო თანამეგობრობისთვის იმის შესახებ, თუ როგორი ქვეყანა ვართ სინამდვილეში, როგორ დემოკრატიას ვაშენებთ და რამდენად თავისუფალია საქართველოში რწმენის და აღმსარებლობის გამოხატვა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)