|
2025-08-01 18:23:25, 11058 ნახვა
სპორტი
მამარდაშვილი ლივერპულში 25 ნომრით ითამაშებს
მომავალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში თავისი ჩვეული 25 ნომრით ითამაშებს. ის მერსისაიდერების ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდება, რომელიც ამ ნომრით ითამაშებს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პეპე რეინა, რომელთანაც ქართველ მეკარეს ბევრი რამ აქვს საერთო. ესპანელი მეკარის მსგავსად, „წითლების“ ამჟამინდელი მეკარეც ლა ლიგიდან და ვალენსიური გუნდიდან გადავიდა. ვეტერანის ბოლო კლუბი ენფილდამდე ვილიარეალი იყო, ხოლო 24 წლის მეკარის ბოლო კლუბი ვალენსია. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ლივერპულში თითქმის 10 წელი გაატარა (2005-2014). ამ პერიოდში 42 წლის ყოფილმა მეკარემ მერსისაიდერების რიგებში 390-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 4 ტიტული მოიგო. გარდა ამისა, „წითლების“ ყოფილმა 25-ე ნომერმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატის „ოქროს ხელთათმანი“ და ერთხელ გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. როგორც ვხედავთ, რეინას საკმაოდ ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა ენფილდზე, ვნახოთ, რას იზამს მამარდაშვილი. რაც შეეხება ლივერპულის ისტორიაში დანარჩენ 25-იანებს, ესენი არიან იგორ ბიშანი, დევიდ ტომპსონი და ნილ რუდოკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)