|
2016-03-21 16:47:16, 1248 ნახვა
მსოფლიო
სავჩენკოს საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია - რუსი ჟურნალისტების შეცდომა
სასამართლო სხდომა დონეცკში, რომელზეც ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი უნდა წაიკითხონ, ცოტა ხნის წინ განახლდა. სასამართლოს დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სასამართლომ უკრაინელი მფრინავი დამნაშავედ უკვე სცნო, თუმცა როგორც BBC იუწყება სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ წაუკითხავს და გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობების შედეგია. მედია საშუალების ცნობით, სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. უკრაინელი ოფიცრის ნადია სავჩენკოს ადვოკატების განცხადებით, რომელსაც რუსული მხარე რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს, აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან . "ჩვენ რა თქმა უნდა გვგონია რომ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი. ერთადერთი გამოსავალი ახლა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაა", - აცხადებენ ადვოკატები. მათივე თქმით, ნადია სავჩენკო სასამართლოს გადაწყვეტიელბას არ დაეთანხმება. შეგახსენებთ, ნადია სავჩენკოს ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება. ის 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთს პატიმრობაში ჰყავს. სავჩენკო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისევ მშრალ შიმშილობას დაიწყებს. პროკურატურა მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობის მისჯას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)