|
2016-03-21 15:44:22, 614 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ ვეძისის დასახლებაში მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ვეძისის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. მერიის ინფორმაციით, ზემო ვეძისში მდებარე სალოცავთან მცხოვრებმა მუსლიმებმა თბილისის მერის მოადგილეს და გამგებელს უმასპინძლეს. მოსახლეობამ გიორგი ლილუაშვილს და ბექა მიქაუტაძეს განხორციელებული პროექტებისთვის და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. „საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ პრობლემებზე, მიმდინარე თემებზე. ბევრი საკითხი ოპერატიულ რეჟიმში გადავწყვიტეთ, ცალკეულ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა. ბექა მიქაუტაძის თქმით, აზერბაიჯანელებს და ქართველებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რაც მომავალშიც გაგრძელდება. „ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალი სიცოცხლის სიმბოლოა და მოვედით, რომ მივულოცოთ აზერბაიჯანელ ხალხს. აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ჩვენ გვაქვს მყარი და მჭიდრო ურთიერთობა და მინდა ვისურვო, რომ ასეთი ერთობა საუკუნეები გაგრძელდეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წლიდან აღინიშნება. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, პროექტის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში, გეგმავს ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების მორიგ შეხვედრას ქ. თბილისის მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან. შეხვედრაზე მერიის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია 2015 წლის შედეგებისა და 2016 წელს დაგეგმილი აქტოვიბების შესახებ. შეხვედრის ფორმატიდან გამოდინარე, კომპანიებს საშუალება ექნებათ პირდაპირი დიალოგის/დისკუსიის რეჟიმში დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემების შესახებ.T დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათა და ხილი გადასცა. 5 დეკემბერი - მოხალისის საერთაშორისო დღე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)