|
2025-07-04 15:42:21, 1144 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ეროვნულ AI ჰაკათონს უმასპინძლებს. ეროვნული AI ჰაკათონი GAIA-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის მთავარ AI ჰაკათონად ჩამოყალიბდება. ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორიგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ. გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი - შოთა იორამაშვილიც იქნება. გამარჯვებულები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, GAIA-ს დახმარებით, ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივლისი. თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ასეთ პროექტებს, რადგან ჩვენ მუდამ იქ ვართ, სადაც ტექის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრია. თიბისის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ახალ ტექ ტალანტებს და იზრუნოს მათ განვითარებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)