|
2025-07-02 18:52:58, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური გიორგი გახარიას - შუბლზე შენ რას აიკრავ მაგას ქართველი ხალხი განახებს - ასეთი მშიშარა, ბანძი რომ ხარ
კრამიტები არ დაამტვრიო მანდ, რა, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ ხვალიდან მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება. მანამდე ღუდუშაურმა გახარიას მიმართა: „ამდენი დრო თუ გქონდა და შეხვედრები არ გქონდა, რაღას გარბოდი და გეშინოდა?! მოსულიყავი ბარემ“, რაზეც გახარიამ უპასუხა: „თქვენთვის გადავდე [შეხვედრები], დრო რომ დამეთმო. ხვალიდან ისეთი შეხვედრები მექნება, აგერ ნახავთ,“. პასუხად, რეპლიკის სახით, ღუდუშაურმა თქვა: „აუჰ, კრამიტები არ დაამტვრიო მანდ, რა“. ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რა მიზნით მართავს შეხვედრებს, რაზეც ყოფილმა შს მინისტრმა თქვა, რომ ის პარტნიორებს უხსნის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისგან მომავალ სარგებელს იმსახურებს. „მიზანი არის ორი. პირველი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გაწევრიანება სოციალ დემოკრატიულ დიდ ოჯახში. ეს რთული პროცესია. მეორე - ყველა შეხვედრების დროს, ევროპელ პარტნიორებს ვუხსნი, მე პირადად, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირისგან აქვს. ეს არის უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი. ქართველ ხალხს ეს არ უნდა წაართვან. დროებითაც არ უნდა შეუჩერონ. ეს არის ჩემი მიზანი იმიტომ რომ თქვენ ამისთვის, გარდა იმისა, რომ არაფერს აკეთებთ, თქვენ არც არავინ გელაპარაკებათ. მერწმუნეთ, ასეთი შესაძლებლობა უფრო ბევრი მაქვს მე, ვიდრე თქვენ გაქვთ დღეს. ქართველი ხალხის იმ მიღწევებს, რომლის გულისთვისაც ვიბრძოდი ძალიან ბევრი წელი, ხშირად თქვენთან ერთადაც, ახლა იძულებული ვარ რომ მარტო აქ დავიცვა იმიტომ რომ თქვენი უვარგისი და არაეროვნული ნაბიჯების გამო არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაზიანდებიან,“ - განაცხადა გახარიამ. ამის შემდეგ, ღუდუშაურმა გახარიას მიმართა: „სანამ მაგას გააკეთებ, თუ ასეთი მაგარი ხარ ქართველებისთვის...“, რა დროსაც გახარიამ გააწყვეტინა და თქვა, „ეს კლოუნია ჩვეულებრივი“. შს ყოფილმა მინისტრმა ღუდუშაურს მიუთითა, რუკა რომელიც ხელში ეჭირა, „შუბლზე აეკრა“. „შუბლზე აიკარი და ისე დაჯექი,“ - მიმართა გახარიამ ღუდუშაურს, რაზეც ამ უკანასკნელმა ასე უპასუხა: „მომისმინე ახლა, წყნარად იყავი მანდ და გააკონტროლე. შუბლზე შენ რას აიკრავ მაგას ქართველი ხალხი განახებს. ასეთი მშიშარა, ბანძი რომ ხარ და რომ გაიქეცი, გაიპარე. ქართულ მიწაზე რომ იძახი შუბლზე აიკარიო და იკრიჭები მანდ, ხალხს გაეცი პასუხი. შე კურდღელო კაცო, რომ გაიპარე აქედან, წყნარად იყავი! აქ არ იყავი?! მაშინ რატომ არ გამოიყენე ეგ ლექსიკა. მატყუარა გეძახე და ხმა ვერ გამეცი. კურდღელივით გაიპარე და ახლა ხარ მანდედან მაგარი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)