|
2025-07-02 18:28:48, 966 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ!
სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, მანამდე სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, ჩემი რჩევაა, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას. კამათი წულუკიანსა და გახარიას შორის ე.წ. ჩორჩანას საკითხზე ყოფილი შს მინისტრის გამოკითხვას მოჰყვა. „ჩვენ ბევრი ვიდავეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალობას ვერავინ გაექცევა. პირველ რიგში, თქვენ ის ტერიტორია, სადაც ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება, სამართლებრივი გაგებით, ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, იქ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს, აქ ვერ აგიხსნით ,რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლიო...“- აღნიშნა თეა წულუკიანმა, რასაც გიორგი გახარიამ ტყუილი უწოდა. „ეს ტყუილია! მიდით პროკურატურაში და მიეცით ჩვენება, ვახო ხომ მიიყვანეთ?“- აღნიშნა გახარიამ, რასაც თავის მხრივ წულუკიანმა მოსთხოვა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ეხსენებინა. „თქვენ სანამ ვახტანგ გომელაურზე რამეს იტყვით, მანამდე სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, ჩემი რჩევაა“,- განაცხადა წულუკიანმა. თავის მხრივ, წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა. „მე წინაზეც გთხოვეთ, ვახოს თავი დაანებეთ, თავისი გაჭირვება ეყოფა-მეთქი და არ დაანებეთ. ის კაცი ისე გააგდეს, ხვალ დასაჭერი არ გაგიხდეთ“, - განაცხადა გახარიამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)