01:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 18:12:08, 932 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას - „ტოპმატყუარა“ ხართ, არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

თქვენ სერიოზული მატყუარა ადამიანი ბრძანდებით და უპასუხისმგებლო. პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა, მეტი არაფერი, - ასე მიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილ შსს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საკითხთან დავშვრებითო კომისიას დისტანციურად ერთვება.

თენგიზ შარმანაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კამათი გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც თენგიზ შარმანაშვილს „პუტჩისტი“ უწოდა.

„ან მაგას დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ანდა კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ. არ გიჩივლებ, ახლა კიდევ მადევნინეთ თქვენი თავი, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გიორგი გახარიამ თენგიზ შარმანაშვილს შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მიშასთან ძმაკაცობით რომ ამაყობდით ეგეც ტყუილია?“

შარმანაშვილის თქმით, ის უბრალოდ სააკაშვილთან ერთად პარლამენტის წევრი იყო, ხოლო გიორგი გახარია კი „ახლა ძმაკაცობს მიშასთან“.

„მიშასთან კი არ ვძმაკაცობდი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. მერე რა? პარლამენტის წევრები ვიყავით და გვქონდა ურთიერთობა, რა მერე? მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი და შენ ახლა ძმაკაცობ მიშასთან. ჩვეულებრივი იაფფასიანი ტიპი ხართ და არ ვიცი რა უნდა გელაპარაკოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გიორგი გახარიას „შინაარსის გაგების“ პრობლემა აქვს.

„საქართველო გავიდა 72 ადგილზე წაკითხულის შინაარსის გაგებითო, რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოგკითხეს ალბათ იმიტომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამდენი რამ ვილაპარაკეთ თქვენს საწინააღმდეგოდ და აქეთ მომიტრიალეთ სრულად ულოგიკოდ, ეს თქვენი სტილია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics