|
2016-03-20 10:27:28, 703 ნახვა
სამართალი
თბილისში ორი ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა შალვა ი. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. "დანიშნულია შესაბამისი ექპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, შალვა ი-ს ბრალი სხვა მსგავს დანაშაულებშიც გამოიკვეთოს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)